ქარ    Eng
   
ბიზნეს პარტნიორთათვის
რატომ საათეკი?
ჩვენი სერვისები
სიახლეები
პორტფოლიო
IT პროფესიონალთათვის
მუშაობა საათეკში
მიმდინარე ვაკანსიები
იხილეთ პორტფოლიო
 
კონტაქტი
ტ:   (+995 32) 2 365334
(+995 32) 2 331399
ე: info@saatec.com
 

 
 
მთავარი | საიტის რუკა | კონტაქტი
Saatec - Software Development, Web design, SEO, Tbilisi, Georgia Saatec - Software Development, Web design, SEO, Tbilisi, Georgia
       
     
რატომ საათეკი?

გავაკეთოთ საქმე კარგად, ერთ ჯერზე და დროულად.  ეს არის ის მიზანი, რომელსაც ჩვენ ვცდილობთ მივაღწიოთ ჩვენს ყველა კლიენტთან, რისთვისაც ვიყენებთ მსოფლიოში არსებულ თანამედროვე და მოქნილ დაგეგმვის და მართვის სისტემებს. ყოველ პროექტს, რომელზედაც ჩვენ ვმუშაობთ, მიუხედავად სამუშაოების მოცულობისა, ჰყავს პროექტის მენეჯერი და ხარისხის კონტროლის მენეჯერი. ამ ადამიანების პასუხისმგებლობა არის დარწმუნდნენ, რომ ჩვენ ვაკეთებთ ზუსტად იმას, რაც სჭირდება კლიენტს და მუდმივად არიან კონტაქტში კლიენტთან, რომ მიღწეულ იყოს მაქსიმალური შედეგი და კლიენტი დარჩეს კმაყოფილი.

ჩვენი გუნდის ყოველი წევრი არის კვალიფიცირებული და გამოცდილი კადრი.წლების განმავლობაში ამერიკულ, ევროპულ და ქართულ პროექტებზე მუშაობით მათ დააგროვეს გამოცდილება . ჩვენი პროგრამისტების უმრავლესობამ მოიპოვა Microsoft-ის სერტიფიკატები, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს მათ განათლების მაღალ დონეს, გამოცდილებას და პროფესიონალიზმს.

კომპანია საათეკი არის პროფესიონალთა გუნდი და სასურველი პარტნიორი არა მხოლოდ დღეს, არამედ დარჩება საიმედო პარტნიორად მომავალშიც. ჩვენი მუდმივად ვზრუნავთ ჩვენი კომპანიის წევრების კვალიფიკაციის ამაღლებაზე, ჩვენი გამჭირვალე ფინანსური საქმიანობა და სტრატეგიული დაგეგმარება, ხედვა მომავალ გეგმებში არის სრული გარანტია და საწინდარი იმისათვის, რომ დაგიდგეთ მხარში როდესაც თქვენი მოთხოვნა ტექნოლოგიებისადმი გაიზრდება.

თქვენთვის, როგორც კლიენტებისათვის ყველაფერი ზემოთქმული ნიშნავს, რომ თქვენი ბიზნესი უფრო ჩქარა გაიზრდება, იქნება უფრო ეფექტური, უფრო ხარისხიანი და სავარაუდოდ ყველაზე მნიშვნელოვანი - იქნება უფრო ნაკლები დანახარჯებით უფრო დიდი შედეგის მომტანი, როდესაც ჩვენ გვექნება სასიამოვნო შესაძლებლობა ვითანამშრომლოთ თქვენთან.

     
     
© 2007. შპს საათეკი
Decorating Ideas interior design article Interior Design Ideas Solar Power Power Plant Home improvement Dream Home Design ideas Decoration Trends Boats for Sale Studioaflo 2014 interior design decoration blog interior design ideas and tips interior designn british interior design